NFC ბარათი Google შეფასებებისთვის
NFC (ნფც) ბარათი არის ჭკვიანი ბარათი, რომელსაც სტუმარი ტელეფონს მიადებს და ეკრანზე მაშინვე თქვენი Google შეფასების ფორმა იხსნება. NFCtap-ის ბარათი 12 × 12 სმ ზომისაა, დგას მაგიდაზე, დახლთან ან სალაროსთან და მუშაობს iPhone-ზეც და Android-ზეც — აპლიკაციის გარეშე.


რა არის NFC ბარათი?
NFC (Near Field Communication) იგივე ტექნოლოგიაა, რომლითაც ბანკის ბარათით უკონტაქტოდ იხდით. NFC ბარათში პატარა ჩიპია, რომელშიც ბმული წერია. ტელეფონს ბარათთან მიტანისას ტელეფონი ამ ბმულს კითხულობს და ხსნის — ჩვენს შემთხვევაში, თქვენი ბიზნესის Google Maps-ის შეფასების გვერდს.
ბარათს ელემენტი არ სჭირდება და არასდროს „იცლება“: ჩიპი ენერგიას ტელეფონისგან იღებს, როცა მას მიადებენ.
როგორ მუშაობს NFC ბარათი Google შეფასებებისთვის
ბარათს ვაკავშირებთ თქვენს Google Maps-ის ან Google შეფასების ბმულზე და ის მზად მოდის. დგამთ მაგიდაზე, დახლთან ან სალაროსთან. სტუმარი ტელეფონს მიადებს — შეფასების ფორმა უკვე ღიაა და რჩება მხოლოდ ვარსკვლავების მონიშვნა და კომენტარის დაწერა.
თუ ტელეფონს NFC არ აქვს, იმავე გვერდს QR კოდი ხსნის.
NFC ბარათი თუ ჩვეულებრივი QR კოდი?
QR კოდისთვის სტუმარმა კამერა უნდა გახსნას, დაამიზნოს და ბმულს დააჭიროს. NFC ბარათთან ერთი შეხება საკმარისია, ამიტომ შეფასებას მეტი ადამიანი ასრულებს.
ვისთვისაა NFC ბარათი
კაფეები, რესტორნები და ბარები, სილამაზის სალონები და ბარბერშოპები, სასტუმროები, კლინიკები, მაღაზიები და ავტოსერვისები — ყველა ბიზნესი, რომლის კლიენტებიც Google Maps-ზე ეძებენ, სად წავიდნენ. რამდენიმე ფილიალი გაქვთ? თითოეულ ბარათზე შეიძლება სხვადასხვა ფილიალის ბმული იყოს.
NFC ბარათის ფასი და მიწოდება
NFC ბარათი Google შეფასებებისთვის ღირს 50 ₾ — თეთრი ან შავი. მიწოდება თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და თელავში. მიწოდების ფასი რაიონის მიხედვით 6 ₾-დან იწყება. გადახდა კურიერთან ან საბანკო გადარიცხვით.
ხშირი კითხვები NFC ბარათზე
ერთი NFC ბარათი Google შეფასებებისთვის 50 ₾ ღირს. მიწოდება — 6 ₾-დან, რაიონის მიხედვით.